19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
"ჩვენ ღირსშესანიშნავი წარმატება გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გზაზე" - არჩილ თალაკვაძე

ჩვენ ღირსშესანიშნავი წარმატება გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გზაზე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველომ დემოკრატიის და უსაფრთხოების თვალსაზრისით უკანასკნელი წლების მანძილზე ბევრს მიაღწია, რამაც ის  ევროკავშირის წევრობასთან უფრო მიაახლოვა.

„ჩვენ ვზეიმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მეათე წლისთავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენეთ მთელი პოტენციალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, რათა წინ წაგვეწია ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხები, განათლების და დემოკრატიული ტრანსფორმაციის. ეს პროგრამა გამოდგა ეფექტური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველო მიახლოებეოდა ევროკავშირის წევრობას. დროულად შევძელით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და იმპლემენტაცია. ჩვენ არ შეგვიჩერებია წინსვლა. კონსტიტუციური რეფორმის შედეგად შევძელით საკმაოდ რთული საპარლამენტო მმართველობის სისტემის შექმნა. ჩვენ ღირსშესანიშნავი წარმატება გვაქვს ადამიანის უფლებათადაცვის გზაზე და მოვახერხეთ უფრო მეტად ინტეგრაცია მსოფლიო ბაზრებზე"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საერთაშორისო კონფერენციას, „ევროპული გზა,“ რომლის მთავარი საკითხიც ოკუპაციას ეხებოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა მაღალი რანგის ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები