19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მშვიდ ვითარებაში, მოულოდნელად ცრემლსადენი ჭურვების სროლა დაიწყეს - ოპოზიცია 20 ივნისის ღამეზე საუბრობს

ოპოზიციის წევრები იმ კადრებს  გამოეხმაურნენ, რომელიც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გაასაჯაროვა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და როგორ აპირებენ მოლაპარაკებებზე შესვლას პარლამენტში.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება, სრულად ოპონენტებს გადააბრალოს. მათი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ კადრებს პროკურატურის მტკიცებულებებში იპოვიდნენ, რადგან ის ოპოზიციის ლიდერის საქმეს თავდაყირა დააყენებს.

გრიგოლ ვაშაძე-ის სურათის შედეგი„ძალიან კარგია, რომ, როგორც იქნა, ეს კადრები ვიპოვეთ, ეს კადრები ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ არავის არავითარი არც არეულობის მოწყობა ჰქონდა განზრახული, მით უმეტეს იმისთანა ბოდვითი სცენარები, როგორიცაა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა და ა.შ. პირიქით, ყველა წყნარად, მშვიდად ელოდებოდა, როდის შევიდოდით პარლამენტში მოლაპარაკებაზე და ხალხის მანდატი გვქონდა ამისთვის, მოთმენით, წყნარად, მშვიდად იდგა საქართველოს მოქალაქე და ელოდებოდა, როდის გამოვიდოდით მოლაპარაკებიდან, ამის მაგივრად, გაზი შეგვასხეს სახეში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს, "ქართულ ოცნებას" და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრებათ.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„მიტინგის დაშლის ბრძანება იყო არალეგიტიმური, შესაბამისად, ყველა იმ ქმედებაზე, რაც მოჰყვა დაშლას, ჩვენი მოქალაქეების დასახიჩრებაზე, ჟურნალისტებისთვის რეზინის ტყვიების სროლაზე, თვალების დათხრაზე ჩვენი ახალგაზრდებისთვის. პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, შს მინისტრ გახარიას და აუცილებლად საზოგადოება გაიგებს ყველაფერს, ვინ იდგა ამ ყოველივეს უკან, ვინ და რატომ გასცა ბრძანება, ვინაიდან არავითარი საფრთხე არ არსებობდა არსად შეჭრის. სიტუაცია იყო უკვე დამშვიდებისკენ. პოლიტიკოსები მოლაპარაკების წარმოებას გეგმავდნენ და ამ დროს დაიწყო ის დარბევა, რომელიც შემდეგ გავრილოვის ღამეში გადაიზარდა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ 20 ივნისს აქციის დაშლა არალეგიტიმური იყო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 20 ივნისს მშვიდ ვითარებაში, მოულოდნელად პოლიციის კორდონის უკანა მხრიდან ცრემლსადენი ჭურვების სროლა დაიწყეს. 

შალვა შავგულიძე-ის სურათის შედეგი„არავითარი ძალადობის ორგანიზება, რა თქმა უნდა, არც ნიკა მელიას და არც ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს იქ არ განუხორციელებია, პირიქით, ჩვენ მწკრივად ჩავდექით პოლიციის კორდონსა და აქციის მონაწილეებს შორის, რათა ფიზიკური კონფლიქტი და ფიზიკური ინციდენტი არ მომხდარიყო მათ შორის. შემდეგ უკვე როცა ხელისუფლებამ შემოთვალა მზაობა მოლაპარაკებისთვის საპარლამენტო ოპოზიციასთან, ნიკა მელია, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა, მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს, რომ მიეღოთ მათი თანხმობა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის.

"ყველა ელოდებოდა მოლაპარაკების შედეგებს, ასეთ სრულიად მშვიდ ვითარებაში, მოულოდნელად პოლიციის კორდონის უკნიდან დაიწყეს ცალკეულმა პირებმა ჯერ ცრემლსადენი ჭურვების სროლა აქციის მიმართულებით, შემდეგ უკვე იმ უკანონო, ნაკლები ლეტალობის, ცხოველებზე გამოსაყენებელი იარაღის,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები