ვლადიმერ პუტინის შემდეგ რუსულ-ქართულ ურთიერთობების ისტორიის რუსული ვერსია სათათბიროს დეპუტატმა ევგენი პრიმაკოვმა მოამზადა. სტატიაში, რომელიც რუსული ტელეარხის РТР-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რუსი დეპუტატი ბოლო 10 წლის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ ფრთხილად და ნელი ტემპით მოქმედებდა.
ევგენი პრიმაკოვი ასევე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზეც საუბრობს.
"უკვე მოვძებნეთ შეთანხმება სომხეთში სატრანსპორტო დერეფანზე აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო გზაზე, რომელიც შესაძლოა აამოქმედოს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ,"- წერს ევგენი პრიმაკოვი.