“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ” საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის, საქმიანობა შეისწავლა. გაირკვა, რომ ერთი წლის განმავლობაში ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სხდომის გაცდენის 150 შემთხვევა დაფიქსირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შარშან 16 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია სიტყვის უფლებით.
გამოიკვეთა სხვა უარყოფითი ტენდენციებიც. შარშანდელი წელი გამოირჩეოდა დეპუტატების ურთიერთდაპირისპირებით, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის სხვა წევრების მხრიდან სამოქალაქო სექტორი მისამართით აგრესიული გამონათქვამებით.
„ნეგატიური ტენდენციებიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პარლამენტის თანამდებობის პირების და იგივე მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის არაკონსტრუქციული დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ. აგრესიული ტონი და რიტორიკა რაც რა თქმა უნდა პრობლემა იყო. 2018 წელი ასევე გამოირჩეოდა ურთიერთდაპირისპირებით. პარლამენტის წევრები მხრიდან არაეთიკურ ქცევას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, არამარტო სიტყვიერი, ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. მართალი მაშინ არ მოქმედებდა ეთიკის კოდექსი მაგრამ პარლამენტს მაინც ჰქონდა შესაძლებლობა რეგლამენტის ფარგლებში მოეხდინა რეაგირება,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.