19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
თვითმმართველობების იდენტური ტექსტი გაბუნიას წინააღმდეგ - კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს. ლუკა ხაბაზიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ სამი უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ იდენტური ტექსტების გავრცელების შემდეგ მიიღო.

საქმე ეხება 8 ივლისის, „რუსთავი 2-ის" წამყვანის მონოლოგის შემდეგ სამი უნივერსიტეტის მიერ იდენტური ტექსტის გავრცელებას, სადაც ყველას სამაუწყებლო კომპანიის ეზოსთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ. მოწოდების გამოქვეყნებიდან მალევე განცხადება სამივე უნივერსიტეტის გვერდიდან ერთდროულად გაქრა. გეგმები თვითმმართველობებს სტუდენტების მწვავე რეაქციამ შეაცვლევინა.

ლუკა ხაბაზიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ტექსტი სტუდენტებთან შეთანხმებული არ ყოფილა. მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა მიუღებელია, თუმცა უგუნური განცხადების გაკეთებით არ უნდა შელახო ისეთი უნივერსიტეტის იმიჯი, რომელიც 21 წელია, აპოლიტიკური და აპარტიულია.

„ჩემთვის გუნდური პრინციპის უხეში დარღვევა პირადად, კატეგორიულად მიუღებელია, პასუხისმგებლობის სხვებზე განაწილება და ტექსტის სრული კოპირება მიუღებელია. ის განცხადება, თითქოს, შეთანხმებული იყო სტუდენტებთან ის პოსტი, რაც გავრცელდა თვითმმართველობის გვერდზე, ავტომატურად, ბორდის დანარჩენ წევრებს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, თუმცა, ჩემთვის დღემდე არ არის ცნობილი, ვისთან იყო შეთანხმებული ამ განცხადების გაკეთება. ჩვენი უნივერსიტეტის პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რის გამოც, მე ვტოვებ თანამდებობას,“ - განაცხადა ლუკა ხაბაზიშვილმა.

დღის ამბები