19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ივანიშვილის რუსული გავლენა - 13 ოპოზიციური პარტია მაიკ პომპეოს მიმართავს

"გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება, ანაკლიის პორტის ბუნდოვანი მომავალი და გავრილოვის ჩამოყვანა თბილისში - 13 ოპოზიციური პარტია მაიკ პომპეოს ერთობლივი წერილით მიმართავს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნისადმი გაგზავნილ წერილში ოპოზიციის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და აცხადებენ, რომ საქართველოს დასავლური გზა და აშშ-ს ინტერესები რეგიონში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დემოკრატიის უკუსვლასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას თანდათან მოსკოვისკენ აბრუნებს.

წერილში ასევე 20 ივნისი მოვლენებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ რუსი დეპუტატის ვიზიტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, შექმნილ ვითარებაზე კი პასუხისმგებლობა ოპოზიციას და აპოლიტიკურ მომიტინგეებს დააკისრა.

წერილში საუბარია რუსთავი2-ის საქმეზეც. ოპოზიციური პარტიები ახსენებენ მაიკ პომპეოს, რომ ივანიშვილის გაცხადებული მიზანი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. "რაც უფრო მეტხანს დარჩება ივანიშვილი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მისი მმართველობა საქართველოს ისედაც დაშლის პირას მყოფ დემოკრატიულ ინსტიტუტებს "- წერია მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს 13 ოპოზიციური პარტია აწერს.

დღის ამბები