დღეიდან ეკა ბესელია, იურისტების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საუბარია კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც ავტორთა შეფასებით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია. საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შემდეგ პროექტის პარლამენტში ინიცირება მოხდება. პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი სასამართლო სისტემის შექმნისთვის ცვლილებები გარდაუვალია.
"კონკრეტულად არის გაწერილი რეზოლუციის პროექტში რომ უნდა მოხდეს დროებითი კომისიის შექმნა, შესწავლა ყველა იმ მიზეზის, რამაც განაპირობა კრიტიკული პოზიცია და პრობლემები, რაც არსებობს დღეს გავლენიანი ჯგუფის სახით სასამართლოში, ასევე ძალიან კონკრეტულად არის მითითებული თარიღები რომ უნდა განხორციელდეს შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ რეალური შედეგი მოგვცეს რეფორმამ,"-აცხადებს ეკა ბესელია.