19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
„პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ადამიანის წამებაა, განსაკუთრებით ქალები უნდა ვიყოთ ქალების მიმართ სოლიდარულები" - ომბუდსმენი

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან მიმართებაში საუბარი მისთვის დამღლელი გახდა, ომბუდსმენი ეხმაურება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ასეთ საკითხებზე განსაკუთრებით ქალები უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები.

სახალხო დამცველის თქმით, ჩადენილია მძიმე დანაშაული, რომელიც, ფაქტობრივად, ადამიანის წამებასთან არის გათანაბრებული. ნინო ლომჯარიას თქმით, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, დროულად უნდა იქნას ის გამოძიებული.

„პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ეს არის ადამიანის, ფაქტობრივად, წამება, მისი მორალურად განადგურება და არაადამიანური მოპყრობაც კი. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელზეც, პირიქით, მუდმივად უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებით, ალბათ, ქალები უნდა ვიყოთ ქალების მიმართ სოლიდარულები იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კადრებით შანტაჟი ხდება სწორედაც ქალი საჯარო პირების, ქალი პოლიტიკოსების მიმართ და სამიზნედ არიან ამოღებული სწორედ ქალები. ვინაიდან ის კადრების გავრცელებას ახდენს ხოლმე მათი, როგორც საჯარო ფიგურის დისკრედიტაციას, განადგურებას და პოლიტიკური ველიდან გაქრობასაც კი, რაც ჩვენ ვნახეთ,“ - განაცხადა ნონო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები