საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უზნეო კამპანიას უწოდებენ იმ კამპანიას, რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ უმრავლესობამ წამოიწყო. საუბარია ვანო ზარდიაშვილის განცხადებაზე, სადავ მან თქვა, რომ ეკა ბესელია ვირთხაა და ის "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სასამხურის უფროსს კულუარულ ინფორმაციას აწვდიდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით მმართველი გუნდის წევრები სამარცხვინოდ იქცევიან.
„მორიგი სამარცხვინო, კატასტროფულად უზნეო კამპანია, რომელზეც პოლიტიკურად ივანიშვილის გუნდია პასუხისმგებელი ოპონენტების წინააღმდეგ. ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება ამ ყველაფერის შემდეგ ჩაკუტაევის, ჰაკიმ ფაშას და ამ კიდევ ერთი სამარცხვინო სიცრუის შემდეგ, შეუძლია გაიხსენოს ყოველთვის, ვინ იყენებს საჯაროდ დისკუსიაში ამ თემებს, რომელიც სიბინძურით არის წამოჭრილი. ეს არიან ივანიშვილის სპიკერები, მათ შორის ბატონი ვოლსკი, ახლა ბატონი თალაკვაძე, რომელიც საჯარო ამ მანიპულაციების შედეგად ამოგდებულ სიბინძურეებს მერე საჯაროდ ახმოვანებენ თავისთვის სასარგებლო, მათი აზრით, კონტექსტში. აქ ძალიან მკაფიო ვითარება გვაქვს. ისიც რომ, რა თქმა უნდა, შედეგი არ არსებობს იმ თვალსაზრისით თუ ვინ დაიწყო ამ ყველაფერის ტირაჟირება ამის დადასტურებაა. იმიტომ რომ გამოძიება იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არის ავტორი პოლიტიკურად ამ კლიმატის ვერასოდეს ვერ დასრულდება წარმატებით,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ენმ-ს წევრის, რომან გოცირიძის, შეფასებით კი მმართველი გუნდის წევრები ვერც ხვდებიან, რომ საკუთარი განცხადებებით მათივე რეპუტაციას აზიანებენ.
„რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თურმე ეკა ბესელიას გამოჰქონდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" შეხვედრებიდან, მაშინ ყოჩაღ "რუსთავი 2", თურმე ცოცხალ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ "ქართული ოცნების" ყველა შეხვედრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ეს მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს და ამასაც ვერ ხვდება "ქართული ოცნების" სპიკერები, რომ "რუსთავი 2-ს" ამით მატებენ წონას და ღირსებას. თუმცა რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო იყო ეკა ბესელია, თუ არა და მას არ მგონია, რომ ასე იყოს იმიტომ, რომ "რუსთავი 2-ს" აქვს უამრავი სხვადასხვა საშუალება ობიექტური ინფორმაციების მოძიებისა და ის არასდროს დაეყრდნობოდა ერთ წყაროს. მაგრამ მათი არგუმენტები, პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს, ამას ვერ ხვდებიან,“ - განაცადა რომან გოცირიძემ.