01 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
"ხელისუფლების შტურმმა "თიბისის ბანკი" ერთ დღეში 130 მილიონით აზარალა" - ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკის ჯგუფში თანამდებობებს ტოვებენ

ხელისუფლების შტურმმა "თიბისის ბანკი" ერთ დღეში 130 მილიონით აზარალა. ამის გამო, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებულები ბანკის ჯგუფში თანამდებობები დატოვონ - განცხადებას ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა "თიბისი ბანკის" აქციების ფასს. როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც, მისი ფასი დაახლოებით 12 %-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში. ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს, ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი ხმათა 98%-ით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები