30 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელისკენ კვერცხები ისროლეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელისკენ კვერცხები ისროლეს. პოლიციამ სიტუაცია განმუხტა, თუმცა მანამდე ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები რჩებიან, როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. პარლამენტის პლენარული სესია უკვე დასრულდა. დიდი ალბათობით კი, დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები სესიის შემდეგ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანები და სხვა პოლიციური სპეცმანქანები.

დღის ამბები