19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ოქრუაშვილის დაჭერით ისიც დამტკიცდა, რომ "რუსთავი 2" მართლა ყოფილა მისი და არა ქიბარ ხალვაშის - შალვა ნათელაშვილი

ივანიშვილის გეგმა, რომელიც ოპონენტების განადგურებას გულისხმობს - ასე ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ის რაც ბოლო პერიოდში ხდება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილმა საკუთარი გეგმების განხორციელება დაიწყო.

„თუ ვინმე ახლა მე მეტყვის, რომ კი მაგრამ იქნებ დანაშაულია, იქნებ ჯერ გამოიძიოს პროკურატურამ და მერე დაადგინოს სასამართლომ, ვისმა პროკურატურამ? რომელმა სასამართლომ? ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ და ჩვენ ამას დავიჯერებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ ჩემთვის ცალსახაა, რომ ეს დაპატიმრება და ყველაფერი რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებული "რუსთავი 2-დან" და ანაკლიის და ხაზარაძის თემით და რაც ხვალ და ზეგ გველოდება და გველოდება უარესი პირდაპირ გეტყვით, ეს არის ივანიშვილის ბნელი გეგმის, ოპონენტების განადგურების შემადგენელი ნაწილი,“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

შალვა ნათელაშვილი კი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებით დასტურდება მხოლოდ ერთი რამ რომ "რუსთავი 2-ის" მფლობელი მართლაც ის არის.

„დაკავებებს, რა თქმა უნდა, ველოდი იმიტომ, რომ 20 ივნისს, ღამეს ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშალა და ახლა არის აგონიური სტადია მათი არსებობისა, რა დროსაც მეტი ვერაფერი პოლიტიკური მეთოდი ვერ მონახეს, გარდა დაჭერების და რეპრესიების და ოქრუაშვილის დაჭერით ისიც დამტკიცდა, რომ რუსთავი 2 მართლა ყოფილა მისი და არა ქიბარ ხალვაშის,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები