მმართველი გუნდის წევრები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტარს გაურბიან. ისინი დღეს სასტუმრო "რუმსის" შენობიდან, სადაც ღონისძიებას ესწრებოდნენ, უკანა კარიდან გააპარნენ.
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როცა „რუმსში“ ღონისძიება მიმდინარეობდა. მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბუნებრივია, დაკავების თაობაზე მათ ინფორმაციაც მიაწოდეს. გამოცხადდა რამდენიმე წუთიანი შესვენება. მედიის მხრიდან მოთხოვნილი კომენტარის მიუხედავად მმართველმა გუნდმა შენობა უკანა კარიდან დატოვა.
ირაკლი ოქრუაშვილის 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.