"მაინტერესებს, მელაძე იუმორისტულ გადაცემებს ხომ არ აპირებს, რომ გააკეთოს?" - დავით მათიკაშვილი „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ თეთრეულის სამრეცხაოს შეეხებოდა. მათიკაშვილის თქმით, სიუჟეტი მისთვის ღიმილის მომგვრელია და საავტორო გადაცემის წამყვანს იუმორისტულ ჟანრში მოსინჯოს ძალები.
ძალიან ვიცინე, ვნახე, ძალიან მომეწონა. მაინტერესებს, მელაძე იუმორისტულ გადაცემებს ხომ არ აპირებს, რომ გააკეთოს იმიტომ, რომ აშკარად იუმორთან უფრო ახლოს იყო ეგ გადაცემა, ვიდრე რაიმე რეალობასთან. ეს იყო ძალიან სასაცილო. კარგად გამოსდის სასაცილო გადაცემები და შეუძლია, ამ გზით გააგრძელოს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რეპორტაჟში აღნიშნული იყო, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნათაძის ქუჩაზე დეპუტატ დავით მათიკაშვილის კომპანია „თეთრი სამყარო 21“-ია რეგისტრირებული. კომპანია სამრეცხაო საქმიანობას აწარმოებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილია.