19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, დაიხურა. პროცესი მოსამართლემ მაშინ დახურა, როდესაც ოქრუაშვილს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და ეთქვა, რას უკავშირებს მის პატიმრობას.

მოსამართლე მაკა გველესიანი, ვინც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ეს პროცესი დახურა, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, გავრილოვის ღამიდან ერთი თვის და 5 დღის შემდეგ დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი არ ეთანხმება ბრალდების შუამდგომლობას, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

ადვოკატის განცხადებით, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, მაშინ დაცვის მხარე სასამართლოს 10 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები