19 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
TBC-ზე თავდასხმის ეკონომიკური ფასი - შეტევა უმსხვილეს ბანკსა და ანაკლიის პორტზე, ქვეყანას თითქმის მილიარდი ლარი დაუჯდა

TBC-ზე თავდასხმის ეკონომიკური ფასი - ექსპერტებმა დათვალეს და დაადგინეს, რომ ხელისუფლების შეტევა უმსხვილეს ბანკსა და ანაკლიის პორტზე, ქვეყანას თითქმის მილიარდი ლარი დაუჯდა.

ეს მხოლოდ დასაწყისია. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფისადმი და ბრძოლის მეთოდებს მთელი ქართული ბიზნესი აკვირდება და მოლოდინი პოზიტიური არ არის. გავლენიანი და ცნობილი მეწარმეები ხმამაღლა ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ნდობას კარგავს, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანა კარგავს ინვესტორების კეთილგანწყობას.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიას, რომ პოლიტიკური შემადგენელი აქვს, ამაზე ეკონომიკური ექსპერტები აქტიურად საუბრობენ. ამბობენ, რომ ფულის გათეთრების ბრალდება, რომელიც ბიზნესმენებისთვის ყველაზე მძიმე განაჩენია, სწარაფად უნდა დასრულებულიყო, რომ ამ პროცესს ქვეყნის ეკონომიკური ვითარების დამძიმების ხანგრძლივი ეფექტი არ ჰქონდეს. როდესაც ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ქართული ეკონომიკა მილიარდამდე ლარს კარგავს ეს ეროვნულ ვალუტაზეც მძიმედ აისახება და ინვესტორების ნდობაზეც.

დღის ამბები