19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
რადიკალი მილიონერის მიმართვა ივანიშვილს-ლევან ვასაძე კონკრეტული ჟურნალისტების დაჯსას და მედიაცენზურის დაწესებას ითხოვს

ლევან ვასაძე ჟურნალისტების დასჯას მოითხოვს. რადიკალი მილიონერი, რომელიც მუდმივად ძალადობრივი ქმედებებით ცდილობს საკუთარი იდეების დაცვას, ამჯერად ახალ მოთხოვნას აჟღერებს. ის ხელისუფლებისგან მედია რეგულატორის - ფაქტობრივად ცენზურის შექმნას მოითხოვს. ვასაძე ჟურნალისტების დასჯას პირადად ბიძინა ივანიშვილს სთხოვს.

ვასაძე გააღიზიანა "რუსთავი 2"-ის ეთერში მომზადებულმა სიუჟეტმა რომლიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფომ მილიონერი ბიზნესმენის კომპანიას ასობით ათასი ლარი გადაუხადა. მედია ექსპერტებს და სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ცენზურის შემოღების რეალური ინიციატორი ხელისუფლებაა, უფრო სწორედ ბიძინა ივანიშვილი ან თუნდაც პირდაპირ კრემლი, რომელიც საქართველოში პროცესების რუსული სცენარით წარმართვას ცდილობს.

სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ვასაძის ამ იდეის უკან ხელისუფლება დგას, რადგან როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირად რადიკალთა დაჯგუფების მეთაური ამბობს იმას, რაც ხელისუფლების ინტერესში შედის. მმართველი ძალისთვის რომ მედიის რეგულაციის სურვილი უცხო არ არის ამაზე ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" ლიდერების არაერთი განცხადება მიუთითებს, არსებობს გონივრული ეჭვიც, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ტესტავს საზოგადოებრივ აზრს, როგორ მიიღებს ხალხი ცენზურის შესაძლოა დაკანონებას.

სამოქალაქო სექტორმა დღეს ვასაძის მიერ დაანონსებული კომბლების რევოლუცია და ყველა ის შემთხვევა გაიხსენეს, როდესაც ძალადობრივ მოწოდებებზე ხელისუფლების რეაგირება ნულოვანი ან არასაკმარისი იყო, რის გამოც ყველა ახალ გამოწვევის დროს ვასაძის ჯგუფების ქმედებები კიდევ უფრო საშიში და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სახიფათო ხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები