19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ოქრუაშვილის წინააღმდეგ დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც თქვა, რომ „რუსთავი2“ არის მისი - ოპოზიცია დაკავების მიზეზებზე საუბრობს 

ოქრუაშვილის საქმეში არსებული მოწმეების ვინაობა, რომელიც „კურიერმა“ გაასაჯაროვა, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძვის.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმდენად სურს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პატიმრობაში დარჩეს, რომ მის წინააღმდეგ ყველა ინსტიტუციას იყენებს.

Related image„დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა და ყველაფერი, რომ ოქრუაშვილი დაეკავებინათ და ყოფილიყო პატიმარი. ის არის პოლიტპატიმარი რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირაკლიმ „კურიერს“ ვრცლად მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ „რუსთავი2“ არის მისი. ვაშინგტონის შემდეგ იქნება ბრიუსელი, შემდეგ იქნება სტრასბურგი და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ დასავლეთის ზეწოლა არის ერთადერთი იარაღი, რითაც ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 18 პოლიტპატიმარი გამოვა თავისუფლებაზე,“-განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა გურამ ჩალაგაშვილმა.

ოპოზიცია დარწმუნებულია,რომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის ღამეს დანაშაული არ ჩაუდენია, ივანიშვილმა კი მიზანში მხოლოდ იმის გამო ამოიღო, რომ მან „რუსთავი 2“-ის წილებზე პრეტენზია გამოთქვა.

Image result for მურთაზ ზოდელავა„მოწმეთა დაკითხვაც კი მაშინ ხდება, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ამჟღავნებს სკანდალურ ფაქტებს „რუსთავი2“-თან დაკავშირებით. არანაირი კავშირი ამ საქმეს არ აქვს სამართლებრივ პროცესთან, ობიექტურ გამოძიებასთან, რადგანაც გამომძიებელიც გახარიაა, ბრალმდებელიც გახარიაა და მოწმეებიც გახარიას დაქვემდებარებულები არიან,“-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები