„ამას ჰქვია ერთი სახელი - ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ,“-ამბობს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი კოტე კემულარია. კემულარია ამ განცხადებით, ოქრუაშვილის საქმის მოწმეების ჩვენებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთი დღით ადრეა დაწერილი, ყველა ჩვენება ერთმანეთს ჰგავს და ყველას ავტორი პოლიციელია.
კემულარია ამბობს, რომ ოქრუაშვილიც და ყველა ის პირი, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დააკავეს პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა.
„ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის ტყვე, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგში მონაწილეობდა არის პოლიტიკური პატიმარი და ასევე ტყვე პირადი.
ბეჟან ლორთქიფანიძე არის ასევე პოლიტიკური პატიმარი და ყველა 19 ახალგაზრდა რომელიც არის დაპატიმრებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე არის პოლიტიკური პატიმარი, გმირი,რომელიც სამშობლოსა და დეოკუპაციისთვის იბრძოდა და ისინი ვინც ოკუპანტებთან მეგობრობდა გამოჰყავთ გმირებად და ეს ახალგაზრდები თურმე მოძალადეები და რადიკალები არიან. ნიკა მელია,რომელიც გამოკეტეს სახლში და ჩამოაშორეს ძალადობრივად პოლიტიკურ პროცესებს არის ასევე პატიმარი.
"მინდა გითხრათ შემაშფოთებელი სამართლებრივი პრაქტიკა, როდესაც პოლიციელებს მაღალი რანგის პოლიციელებს მატ სორის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააწერინეს სრულიად უბადრუკი ჩვენებები,რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, რომ მათ დაინახეს ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც რაღაცას ხელმძღვანელობდა, რას, ისიც არ იციან.
მიდის ფალსიფიკაცია და იმის უნარი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას და გახარიას, რომ თარიღები მაინც შეცვალონ და დაამსგავსონ ისე, რომ თვისა და ათი დღის მერე კი არ დაკითხეს პოლიციელები, რომელმაც ოქრუაშვილი დაინახა, არამედ ცოტა ადრე. ამას ჰქვია ერთი სახელი-ფალისფიკაცია და ისიც უტვინოდ.
"ეს პოლიტიკურ პატიმრები დაკავებული არიან იმიტომ, რომ რუსეთს უპატაკონ, რომ მოძალადეები დაიჭირეს და რამე კია რ იყო ანტირუსული,არამედ ესენი ძალადობდნენ, პარლამენტში უნდა შეჭრილიყვნენ და ეს ლამაზი ხელისუფლება უნდა დაემხოთ. როგორც მიცვალებულს ასვენებენ როდესღაც, ისე ნებისმიერი მთავრობა მთავრდება. ერთ დღეს ყველა მთავრობა მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში, წახვალთ თქვენც, მაგრამ მთავარია, როგორ წახვალთ,“-ამბობს კოტე კემულარია.
“კურიერის“ მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ შს სამინისტრო და მინისტრი გახარია მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების ჩვენებს ეყრდნობა და ამით ცდილობს, ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაუმტკიცოს.