05 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მოითხოვენ

ამერიკელი კონგრესმენები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მოითხოვენ. შეზღუდვების ამოქმედების მოთხოვნა კონგრესმენების ორმა ჯგუფმა მოამზადა. დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში სენატორები ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი მოითხოვენ, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს სოლსბერიში მომხდარი ქიმიური იერიშის გამო დაუწესდეს.

პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში ავტორები  სერგეი და იულია სკრიპალების  ე.წ. „ნოვიჩოკით" მოწამვლის ფაქტს დაუფარავ რუსულ აგრესიად მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი კონგრესის მხრიდან საპასუხო ზომებს მოითხოვს.

 კონგრესმენების მეორე ჯგუფმა სანქციების გაფართოების მოთხოვნით წერილი კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გაგზავნეს. დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის ჩარევის აღკვეთას ითხოვენ.

დღის ამბები