19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ინფრასტრუქტურის სამინიტრო ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ინფრასტრუქტურის სამინიტრო ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ - მაია ცქიტიშვილის უწყება საუკუნის პროექტის ხელმძღვანელობას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ინსტრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

"სამწუხაროა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავისი ბოლო განცხადებით კვლავ ცდილობს, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს უსაგნო მსჯელობაზე ანაკლიის პორტის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში პოპულარიზაციას უწევდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და 100 მილიონი დოლარი ჩადო ამ პროექტში. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ისიც, რომ 2017 წლიდან დღემდე პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა არაერთხელ გადავადდა და ბოლო ცვლილებებით, 2019 წლის ბოლოსთვის გადაიწია," - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამ განცხადებით მაია ცქიტიშვილის უწყებამ ანაკლიის კონსორციუმს უპასუხა, რომელმაც 27 ივლისს ხელისუფლება პროექტის განხორცილების ხელშეშლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

დღის ამბები