19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
"ჩვენ ამ 6 თვეში უფრო გავღარიბდით" - ოპოზიცია საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას აფასებს  

საქსტატის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას  კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარეობს ციფრებით ჟონგლიორობა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება მცდარი მონაცემებით ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს, ყველაფერი რიგზეა.

მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, პოზიტიური სურათი შექმნას იმ რეალური ვითარებისგან, რომელიც ქვეყანაშია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებს საერთო არაფერი აქვს იმ მდგომარეობასთან, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს, დაახლოებით, 5%-იანი ზომით და ქვეყანა ღატაკდებოდეს. ყველა ვგრძნობთ, რომ არავითარი გავლენა ამ ქაღალდზე მოცემულ მაჩვენებელს არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან იმიტომ, რომ იზრდება ფასები, გაუფასურდა ლარი და ადამიანების შემოსავალი მცირდება და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც ხარჯების გაწევა უწევთ უცხოურ ვალუტაში, სესხის დაბრუნება და ა.შ.

„პირიქით, ჩვენ ამ 6 თვეში უფრო გავღარიბდით, ვიდრე ვიყავით მანამდე და ისედაც ღარიბი ვიყავით, ამიტომ, ეს მაჩვნებელი, რაც აქ კეთდება, არ არის სანდო. ჯერ ერთი, ვიცით ჩვენ 100%-იანი სიზუსტით, რომ სტატისტიკის სამსახური, მთავრობის დავალებით, აყალბებს მონაცემებს ინვესტიციების შესახებ. აყალბებს მიგრაციის მაჩვენებელს, აყალბებს უმუშევრობის მაჩვენებელს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა თავის გამართლების მიზნით, სტატისტიკის დეპარტამენტს იყენებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი

„მთავრობამ იმისთვის, რომ თავი გაიმართლოს ლარის ასეთი მდგომარეობის გამო, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება, დღეს, სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი გამოიყვანა, რომელმაც ძალიან ლამაზად მოგვიყვა, რა კარგად ჩანს ყველაფერი ქვეყანაში ფურცელზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქეები ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ გრძნობენ საკუთარ ჯიბეზე და საკუთარ მდგომარეობაზე."

"ჩვენ თუ წავალთ უფრო მეტ სიღრმეში და ვნახავთ, რომ ინვესტიციები შემცირებულია, განსაკუთრებით უჭირს სამშენებლო სექტორს, სადაც დასაქმების მაჩვენებელი არის შემცირებული, გაყიდვები არის შემცირებული. არადა ეს ის სექტორია, რომელშიც შექმნილი დღევანდელი კრიზისი ძალიან უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკასა და ლარზე. ეს ყველაფერი გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ჩაებღაუჭოს სხვადსხვა აბსურდულ განმარტებას,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

 

დღის ამბები