17 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
გაუფასურებული ლარის და გაზრდილი ფასების ფონზე, საქსტატის მტკიცებით, ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

ლარი უფასურდება, ფასები ძვირდება, ყველაფერ ამის ფონზე კი საქსტატი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ივნისის თვეში 5 %-იანი ეკონომიზიკური ზრდაა, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია.

„ახლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს განსაზღვრულია სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით. პრაქტიკულად, ეს ახლა არ გადაგვიწყვეტია. წინა წლიდან განსაზღვრული გვაქვს თითოეული ციფრის გამოქვეყნების თარიღი და ვადა და ყოველი თვის ბოლოს ჩვენ ვაქვეყნებთ და საზოგადოებას ვთავაზობთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია.

პირველი 6 თვის ეკონომიკური ზრდა გახლავთ 4,9%. რაც შეეხება დარგობრივ და უფრო ვრცელ ანალიზს, ყოველთვიური პერიოდულობით ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დეტალები წარვუდგინოთ საზოგადოებას. მაგრამ კვარტალური პერიოდულობით საკმაოდ ვრცელ და ყოვლის მომცველ ანალიზს ვაკეთებთ,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მაშინ როდესაც გაუფასურებას აგრძელებს ლარი, შემცირებულია უცხოური ინვესტიციები, რის ხარჯზე მოხდა დაბალანსება და იმ ციფრის გამოყვანა, რომელიც საქსტატმა გაავრცელა, გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ მას სექტორების მიხედვით მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს. 

 

დღის ამბები