19 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
„ამ ქვეყანაში თუ წვიმს ბიძინა ივანიშვილის ბრალია..." - "ოცნება" ნიკა გვარამიას საქმეზე ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს

"ქართული ოცნების" წევრი გიგა ბუკია არ იზიარებს ოპონენტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამიას საქმე პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, გაანეიტრალოს ის. გიგა ბუკია აცხადებს, რომ თუ კი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი და ამასთან ბიძინა ივანიშვილს არაფერი აკავშირებს.

„ამ ქვეყანაში თუ წვიმს ბიძინა ივანიშვილის ბრალია. თუ გვალვაა ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია, მუდმივად, რაც კი ქვეყანაში ხდება და მათშორის შესაძლო დანაშაულს, თუ ვინმე საქმე ჩადის და ამაზე პასუხის მოთხოვნა , ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბრალი. სინამდვილეში რა ხდება, ძალიან მარტივად არის საკითხი. ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც გენერალური დირექტორი იყო გვარამია რუსთავი 2-ისა, როგორც ჩვენ გვახსოვს თანამონაწილეები დაობდნენ  და მათ შეიტანეს საჩივარი რომ რაღაც ფინანსურ დარღვევებზე ჰქონდათ მათ ეჭვი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებული იყო საქმე აღეძრა, დაეწყო მოკვლევები. თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობს და ეს კითხვის ნიშნები ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი,“-განაცხადა გიგა ბუკიამ.

ნიკა გვარამია დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხეს. საქმე ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით თანხის მითვისებას. გამოძიებას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები