17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები ხალვაშის წინააღმდეგ, უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით დავას დაიწყებენ - ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულებულია

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულებულია, მან საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ფინანსურ დოკუმენტაციებს და ფინანსებს, რაშიც ნიკა გვარამიას განცხადებით, ის კომპეტენტური არ არის. 

"დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, დაიბარებენ, ალბათ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს, ასეთი ეჭვი მაქვს.

მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს მივაწოდე, ციფრების მდგენელების ჩაშლა არ ვიცი. მძიმე მდგომარეობააო, ქიბარ ხალვაშს რომ ჰკითხონ მის დროს როგორი მდგომარეობა ჰკითხონ არა?

ჩვენ რაც გვაქვს ვალები, აბსოლუტურად გასტუმრებადია, ამას სჭირდება ჩასხმა, ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა ჩასხმა. ჩვენს დამფუძნებლებს ვგულისხმობ, მაგრამ "რუსთავი2" მათი აღარაა და არ ჩაასხამენ ამ ფულს, პირიქით ისინი რაც ჩასხმული აქვთ იმას მოითხოვენ უკან, უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით.

ამიტომ მობრძანდეს ქიბარ ხალვაში მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები "რუსთავი2"-ის მიმართ, ოღონდ ის განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით, რადგან ნებისმიერი სამოქალაქო დავა ჩემთან საქართველოში შეუძლებელია,"-ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ქიბარ ხალვაშს ქართული და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებით, მიღებული ქონება, ბევრად აღემატება, გასულ წლებში მის ხელთ არსებულს. 

დღის ამბები