ელიზაბეთ რუდმა წეროვანის დევნილთა დასახლება მოინახულა. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აშშ საქართველოს გვერდში დგომას სიამაყით აგრძელებს.
"შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა მათ შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება, "- წერს ელიზაბეთ რუდი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.