02 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
ყირგიზეთის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდება წაუყენა

ყირგიზეთის პროკურატურამ ალმაზბეკ ატამბაევს მკვლელობის და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებები წაუყენა. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების დამხობას გეგმავდა, რისთვისაც მსხვერპლი სჭირდებოდა.

უწყებაში განმარტეს, რომ ატამბაევმა რეზიდენციის შტურმი სწორედ სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის მიზნით დაიგეგმა. სპეცოპერაცია ატამბაევის დასაკავებლად 7 აგვისტოს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით შტურმის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, კიდევ 6 ძალოვანი ატამბაევის მომხრეებმა მძევლად აიყვანეს. 136 ადამიანი კი დაშავდა.

საბოლოო ჯამში ალმაზბეკ ატამბაევი, რომელსაც აქამდე მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირს და კორუფციას ედავებოდნენ, პოლიციას ჩაბარდა. მან დაკითხვაზე აღიარა, რომ შტურმის დროს იარაღი გამოიყენა. 

დღის ამბები