20 ივნისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს განახლდება. დაკავებული 7 პირიდან დღეს ერთ-ერთმა, სოსო ბაჯელიძემ, ბრალი სრულად აღიარა. მისმა უფლებადამცველმა აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ბაჯელიძე სასამართლო დარბაზიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.