18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
"თამარ ალანიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა ქვეყნისთვის ლახვრის ჩაცემის ტოლფასია" - ბესელია

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს, რომელიც 23 სექტემბერს, თამარ ალანიასთან გასაუბრებით დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატთა სიაში ყველა, მერაბ გაბინაშვილის ჩათვლით, კლანისა და "ქართული ოცნების" მორჩილებაშია. აბესაძის შეფასებით, ამას გასაუბრების პირველი დღე  მოწმობდა, როდესაც უმრავლესობის წევრთა კითხვები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ რადგან მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია წინა ხელისუფლების  პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ აცნობიერებს და ამის გამო სინანულს არ გამოთქვამს, მისი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშვნა "ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემის" ტოლფასია.  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას "ისტორიულ პროცესს" უწოდებს. ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ პროცესის შედეგად პროფესიონალ და კეთილსინდისიერ კადრებს შეარჩევენ.

დღის ამბები