15 სექტემბერი 2026,   18:22
ვრცლად
"იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრს სირცხვილით თავი არ გამოეყოფა" - ჯანეზაშვილი მოსამართლეების შერჩევაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს. უმაღლეს საბჭოში დღეს 16 მოსამართლეს მოუსმენენ. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატებთან დაკავშირებით კვლავ "კლანურ" მმართველობასა და ნაცნობობით შერჩეულ კანდიდატებზე ამახვილებს ყურადღებას.

"საბჭო აგრძელებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ეს იმას ნიშნავს, რომ გაესაუბრება კიდევ 16 მოსამართლეს, იმისათვის რომ შემდეგ საერთო სასამართლოების სისტემაში უვადოდ გამწესდნენ. ვფიქრობ, რომ საბჭოს რამდენიმე წევრს განსაკუთრებით, სირცხვილით თავი არ გამოეყოფათ, ვინაიდან სწორედ მათ გამო, მათი მაზლისა და ცოლის ძმის გამო, ანგარიშებში ისეთი მწვავე თემა მოხვდა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები