რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ადანაშაულებენ. პარალელურად, დაზარალებულად არის ცნობილი თამთა თოდაძე. შესაბამისი დადგენილების გადასაცემად თოდაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.
ბრალი ილია ჯიშკარიანს წარუდგინეს გუშინ, დღის ბოლოს, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც ის ამ დრომდე გულის შეტევის დიაგნოზით მკურნალობს. ჯიშკარიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თამთა თოდაძის გარდა საქმეში სხვა პირდაპირი მოწმე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი, თოდაძის მტკიცებით, 30 სექტემბერს მაჟორიტარის ოფისში მოხდა. თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.