აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის დელეგაციას მომავალ კვირას ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების უფლება მიეცემა.
თუმცა, წელს ირანის დელეგაციის წევრთა რაოდენობა ნაკლები იქნება და აშშ-ის ტერიტორიაზე ფუფუნების საგნებისა და სხვა ნივთების შეძენა აკრძალული ექნებათ:
"ჩვენი მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებების შესაბამისად, ირანის რეჟიმის ძირითადი დელეგაცია შეძლებს, დაესწროს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრებს. დელეგაციას მოგზაურობის შეზღუდვები დაეკისრება და ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად, ფუფუნების საგნებისა და სხვა ნივთების შეძენა აკრძალული ექნება. დელეგაცია, გასულ წელთან შედარებით, უფრო მცირერიცხოვანია," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი და თეირანი დაპირისპირებულ მხარეებად რჩებიან და კონფლიქტის დასრულების მიზნით პერიოდულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
წყაროს ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ვიზებს მიიღებენ ოფიციალური პირები, მათ შორის ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი.