თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ დააკმაყოფილა. ნიკა მელიას თავდებში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ექვსი დეპუტატი უდგებოდა.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა ის შეზღუდვა, რაც ამ დრომდე ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ელექტრონული სამაჯურიც.