18 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები - კახეთის საბავშო ბაღში სასწავლო წელი ისევ არ დაწყებულა 

ყვარელში, სოფელ ალმატში, საბავშო ბაღში სასწავლო წელი ისევ არ დაწყებულა.

შენობაში ჩამონგრეულია კედლები, დაზიანებულია იატაკი, მოძველებულია ინვენტარი და კრიტიკული მდგომარეობაა სამზარეულოში. წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩამოდის, რის გამოც აღსაზრდელების საწოლები სველდება.

ალმატის ბაღის სარემონტო სამუშაოების საპროექტო ტენდერი 4-ჯერ ჩაიშალა. მუნიციპალიტეტში თანხები აქვთ, თუმცა პროექტით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა.

სასწავლო წელი არ დაწყებულა არც ყვარლის პირველ საბავშვო ბაღშიც. ალმატის ბაღისგან განსხვავები, აქ შენობის რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოები ნახევარი წლის წინ დაიწყო, თუმცა ისევ არ დასრულებულა.

ყვარლის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში 80 ბავშვი ირიცხება, ალმატის ბაღში 22. ეს ორი ბაღი გამონაკლისი არ არის, კახეთის თითქმის ყველა სოფელში საბავშვო ბაღები რეაბილტაციას საჭიროებს.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები