26 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ბრალდების მხარემ დეკანოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ,  ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. მას თავში მრავლობითი ჭრილობა იარაღის კონდახით ჰქონდა მიყენებული.

დღის ამბები