18 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წევრებმა მესხიშვილის თეატრში შესვლა და ბროშურების დარიგება სცადეს

ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლის გამო პროტესტი  გრძელდება. ანტოსაოკუპაციო მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წევრებმა მესხიშვილის თეატრში შესვლა და ბროშურების დარიგება სცადეს.

მათი თქმით,  არ შეეგუებიან ქუთაისში მოსკოვის დასის ვიზიტს, ამიტომ გადაწყვიტეს მშიდობიანი ფორმით პროტესტი გამოეხატათ.

"არ შევეგუებით ქუთაისში ამ ვიზიტს, ამიტომ მოვედით მშვიდობიანად, გვინდოდა  ჩვენი პროტესტი გაგვეგებინებინა მათთვის და დაგვერიგებინა ბროშურები წარწერით "რუსეთი ოკუპანტია", რისი საშუალებაც არ მოგვეცა. ჩვენ არ გვინდოდა დებოშით მოსვლა, გვინდოდა კულტურული ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი მოვედით," - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლის მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდულია, ყველა მოსაწვევი გაცემულია და დამატებით სტუმრებს მოსაწვევის გარეშე თეატრში ვერ შეუშვებენ.

ქუთაისში მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" თეატრის გასტროლი ორდღიანია და დღეს სრულდება.

დღის ამბები