26 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ბაშარ ასადმა ერდოღანს ქურდი უწოდა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქურდი უწოდა.

“ერდოღანი ქურდია, მას ჩვენი მიწების მიტაცება სურს,“- სირიის პრეზიდენტმა ეს განცხადება თურქეთ-სირიის საზღვართან ქალაქ იდლიბში გააკეთა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. 

გარდა ამისა, ასადმა იდლიბში სირიის არმიის სამხედროები მოინახულა. ასადის ჯარი იდლიბში მას შემდეგ ჩავიდა, რაც თურქეთმა საზღვართან სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

დღის ამბები