პროტესტი ხადის ხეობაში - აქცია გზისა და გვირაბების მშენებლობის წინააღმდეგ იმართება. ადგილობრივების განცხადებით, "გზა რუსეთისკენ" მათ საცხოვრებელ ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილ მშენებლობას გარემოსდამცველები და კულტურული მემკვიდრეობის მცველებიც უპირისპირდებიან. მათი თქმით, პროექტს ეკლესიები, სალოცავები, არტეფაქტები და საფლავები, ეკოტურისტული პოტენციალი შეეწირება.