18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
გინება ფეისბუქ ლაივში - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი "ქართული ოცნების" დეპუტატს მუქარაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" დეპუტატმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აგინა. "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას ბათუმის მაჟორიტარმა, მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მერაბ ღოღობერიძემ სატელეფონო ზარი ფეისბუქ ლაივში ჩართო. ვიდეოში ისმის გინება ოჯახის წევრების მისამართითაც. როგორც მერაბ ღოღობერიძე ამბობს, თუ მუხრან ვახტანგაძეს დეპუტატის მანდატს არ შეუჩერებენ იძულებული გახდება ქვეყანა დატოვოს.

მერაბ ღოღობერიძემ მომხდარ ფაქტზე პოლიციას უკვე მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ დეპუტატი ემუქრება და შესაძლოა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში პოლიტიკოსი ადასტურებს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა მუქარას უარყოფს. ვახტანგაძის განმარტებით, მისი გაღიზიანება მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქ პოსტმა გამოიწვია, სადაც ის ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის დანიშვნას აპროტესტებდა.

 

დღის ამბები