16 სექტემბერი 2026,   08:34
ვრცლად
"მთიულეთი ფეხზე დადგება, ამ გზის გაკეთება დანაშაულია" - ხადას ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხადას ხეობაში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საგზაო მაგისტრალისა და გვირაბების მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, პროექტი ადგილობრივების სამოსახლო ტერიტორიების გარდა, საფრთხეს უქმნის ბუნებასა და არტეფაქტებს. მთიულები ხელისუფლებას დახმარებას და ალტერნატიული გზის გამონახვას სთხოვენ.

"სამუშაოები როგორც ვიცით უნდა მოხდეს აფეთქებების გზით, აფეთქებების შემდეგ კი ისტორიულ ძეგლებს ემუქრება დანგრევა, არ არის პროექტში განსაზღვრული ძეგლების დაცვა,"- აცხადებს "კურიერთან" ადგილობრივი მოსახლე. 

"აქ გზის გაკეთება არის დანაშაული. იმედი მაქვს მთიულეთი გამოვა და ფეხზე დადგება, რათა შეინარჩუნოს საკუთარი მიწა ღირსეულად,"- ამბობენ აქციის მონაწილეები.

დღის ამბები