კახეთში სოფელ ბოდბეში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, გარდა ვიდეო სათვალთვალო კამერებისა თვითმხილველიც ჰყავს. ვასილ ქუსიკაშვილი, რომელიც დაკავებულის საწყობში მუშაობს ჰყვება, რომ დაჭრილს ხორბლის უფასოდ წაღება უნდოდა, რისი საშუალებაც მაჭარაშვილმა არ მისცა, შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.
"მუშა ადამიანი გაამწარა, აგინეს, სცემეს და გაიქცნენ და გამოედევნა უკან. არ ვიცი რაზე მოუვიდათ ჩხუბი. ხორბალი მინდაო, უთხრა რა ფასიც არის, ამის გულობაზე დაარტყა კაცს და გაამწარა, არ უნდოდა არაფრის გადახდა, იმას უნდოდა გატაცება ალბათ, არ ვიცი ვინ არის, ის ვიცი მხოლოდ, რომ ვიღაცის შვილია, იმათმა დაიწყეს კონფლიქტი ვიდეო-ამონაწერებიც არსებობს," - ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს ვასილ ქუსიკაშვილი.