ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი ბარელზე 105 დოლარამდე გაიზარდა, რამაც ინფლაციის დაჩქარების შიში კიდევ უფრო გააღრმავა. წერს BBC-ი.
სპარსეთის ყურეში აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის მატებამ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ომის გამო ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაიხურა, რამაც ყურის რეგიონიდან გლობალურ ბაზრებზე ენერგორესურსების მიწოდება შეაფერხა. ვითარებას ამძიმებს იემენის მოხას პორტის ხელში ჩაგდება ირანთან ალიანსში მყოფი ჰუსიტების მიერ, რაც წითელ ზღვაში ნაოსნობის შეფერხების დამატებით რისკებს ქმნის.
ტეხასში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, საბრძოლო მოქმედებები ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე არ დასრულდება.
ფასების ზრდა დაფიქსირდა ევროპულ და ბრიტანულ გაზის ბაზრებზეც, სადაც გაზის ღირებულებამ 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგომატარებლების გაძვირება და სესხების გაძვირებული პროცენტები გლობალურ ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებს სერიოზულ წნეხქვეშ აყენებს.