"ლოგიკა იმას გვკარნახობს, ვივარაუდოთ, რომ სინქრონში მოქმედებს ბატონი ღარიბაშვილი და "ასავალ-დასავალი". თუმცა, აზრი არ აქვს ახლა, რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ, "ასავალ-დასავალი" ტყუილს ნამდვილად ვერ შეასაღებს ჩვენს მოქალაქეებს." - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.
მაჭავარიანი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა... ყველა ხედავს, რომ ეს არის რაღაცა ჩვეულებრივი ზღაპარი, იგივე დავით გარეჯთან მიმართებით, იგივე იმ ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, როდესაც სპეკულირებენ ამ თემით და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობა" წამის მეასედებში იტაცებს და ზუსტად იგივე მესიჯბოქსით საუბრობს ამ თემებზე, რაზეც ბატონი ღარიბაშვილი და ძალიან საინტერესო იყო, როდესაც პროკურატურა დაინტერესდა, აბსოლუტურად არავის არაფერი არ სცოდნია თურმე ასე აღმოჩნდა, როდესაც ყველამ იგრძნო, რომ ტყუილს მოჰყვებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჩვეულებრივი ჭორაობა არის. კადრულობს ისეთ რაღაცებს, რომელსაც არ ვიცი, სააკაშვილი კადრულობდა და ელისო კილაძე," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.