10 სექტემბერი 2026,   18:55
ვრცლად
11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, საქართველოს პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს

11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

დღის ამბები