სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის გამო დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს დღეს ყვარელში ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.
დაკავებულის ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ 56 წლის მამაკაცი თავს იცავდა და მის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებენ. მათივე თქმით, გამგებლის შვილი ე.წ. ქურდული მეთოდებით ხორბლის გამოძალვას ცდილობდა.
ინციდენტი კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში ორი დღის წინ მოხდა. რაც შეეხება დაზარალებულს, 31 წლის კობა თარაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციაში იმყოფება. მის მდგაომრეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.