უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ეხმაურებიან.
ისინი მას ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებენ საბჭოს არამოსამართლე წევრები და ამბობენ, რომ მისი არჩევა არ უნდა მოხდეს.
ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი20-კაციანი სიიდან თითქმის ყველა კანდიდატი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.
"20-კაციან სიაში ყველა, მათ შორის, ნინო ქადაგიძე არის პიროვნება, რომელიც კომფორტულია წინა ხელისუფლებისთვისაც და დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც. ამიტომ მათი გადაყვანა უზენაეს სასამართლოში არის ქვეყნისთვის საზიანო. სწორედ ამიტომ, როგორც ეს კანდიდატი, ისე მთელი სია უნდა ჩავარდეს," - აღნიშნა ანა დოლიძემ.
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით კი, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც დათანხმდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ 10-კაციან სიაში ყოფნას, არის ე.წ. კლანის წევრი და უარყოფით შეფასებას იმსახურებს.