18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იმყოფება, მხარდაჭერას უცხადებს.

აღნიშნული განცხადება ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები