22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში აქციის დაშლის დროს დაშავებული სამი პაციენტი გადაიყვანეს.

მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც  ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული პოლიციელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

ერთ-ერთი დაშავებული აქციის მონაწილეა. მას ზედაპირული დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული.

კახა კვეკვესკირი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია.

მესამე პაციენტი კი  "ნიუ ჰოსპიტალსშია" გადაყვანილი - 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა, ასევე, სტაბილურია.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები