მთაწმინდის პოლიციიდან დაკავებულები მთავარ სამმაართველოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია შსს-მ დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს 18 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა.
თავდაპირველად ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. ამ დროისთვის კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.