გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. სამართალდამცავები მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ნიკა რურუას ძმა ორი დღის წინ კუს ტბის ასახვევთან დააკავეს. ადვოკატი პოლიციას ყალბი ოქმის და ცრუ ბრალდების შედგენაში ადანაშაულებს. დიმიტრი საძაგლიშვილი პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვს:
"დღეს გამოძიება სავარაუდოდ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართავს და ალბათ დღესვე გაიმართება ამ საქმის განხილვა სასამართლოში. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გიორგი რურუა არის უდანაშაულო, მას არ ქონია იარაღი და უბრალოდ ჩაუდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.